კანალიზაციის გაწმენდა წყლის ჭავლით და ელექტრო ტროსით
კანალიზაციის და სანიაღვრე მილების წყლის ჭავლით რეცხვა
წყლის ჭავლი
საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის გარეცხვა წყლის ჭავლით
ელექტრო ტროსი
ელექტრო დანადგარით მილების გაწმენდა
24/7
სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება
კანალიზაციის გაწმენდის სერვისები

მილების გაწმენდა ელექტრო ტროსით
ელექტრო ტროსი რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის გაჭედილი მილის გაწმენდაში

მილების გაწმენდა წყლის ჭავლით
მაღალი წნევის წყლის ჭავლი, რომელიც დაგეხმარებათ მილების გარეცხვაში და ზედმეტი ნადებისა და კოროზიის მოშორებაში.

საკანალიზაციო მილების შეცვლა/გაყვანა
გთავაზობთ დაზიანებული საკანალიზაციო მილების შეცვლას, ასევე ახალი სისტემის მოწყობას.

საკანალიზაციო ჭის გაწმენდა
გაჭედილი ჭის გაწმენდა ხდება როგორც კატანკით, ასევე წყლის ჭავლით.
ცენტრალური დაზიანება
ცენტრალური კანალიზაციის გაჭედვა: სტაიაკი და ლეჟაკი
- ცენტრალური დაზიანება იწყება კორპუსის მდგარი მილიდან რომელიც ბოლო სართულიდან ჩადის პირველ სართულზე, ჩვენს ქალაქში განსაკუთრებით ძველ კორპუსებში ხშირია მდგარი მილის (სტაიაკის) გაჭედვა რადგან ძირითადად ძველი თუჯის მილებია.
- შემდეგი ცენტრალური დაზიანება შეიძლება მოხდეს ნული სართულიდან ჭისკენ მიმავალი (ლეჟაკის) მილის გაჭედვა.
- ასევე გვაქვს ჭიდან – ჭამდე ქსელები.
შიდა გაჭედილობა
შიდა კანალიზაციის გაჭედვა
შენობაში სხვადასხვა სახეობის გაჭედილობას ვხვდებით, მოდით გავიაროთ ყველა:
- სამზარეულოს მილი
- აბაზანის გაჭედილობა
- უნიტაზის გაჭედვა
- ტრაპი
წყლის ჭავლით გაწმენდა: როგორ მუშაობს
წყლის ჭავლის მანქანა მილში მაღალი წნევით აწვდის წყალს სპეციალური საქშენით. ჭავლი არა მხოლოდ გაჭედვას ხსნის, არამედ მილის კედლებსაც რეცხავს: აშორებს ცხიმს, ნალექს, ქვიშას და კოროზიის ნადებს. ამიტომ გარეცხილი მილი გაცილებით გვიან იჭედება, ვიდრე უბრალოდ “გახვრეტილი”.
სტანდარტული ჭავლის მანქანა: 100–500 მმ დიამეტრი
სტანდარტული მანქანით ვრეცხავთ 100 მმ-დან 400–500 მმ-მდე დიამეტრის მილებს: კორპუსის მდგარ (სტაიაკი) და მწოლიარე (ლეჟაკი) მილებს, ეზოს კანალიზაციას, ჭიდან ჭამდე ქსელებს და სანიაღვრე სისტემებს.
დიდი ჭავლის მანქანა: 500 მმ-ზე მეტი დიამეტრი
500 მმ-ზე დიდი დიამეტრის მილებისთვის, როგორიცაა დიდი სანიაღვრე და საკანალიზაციო კოლექტორები, ვიყენებთ დიდ ჭავლის მანქანას, რომელიც გაცილებით მეტ წყალს და ძალას იძლევა. ასეთი სამუშაო ჩვეულებრივ საწარმოებში, დიდ ეზოებსა და კომერციულ ობიექტებზე გვხვდება.
ელექტრო ტროსით გაწმენდა
ელექტრო ტროსი მბრუნავი სპირალია სპეციალური თავით, რომელიც მილში შედის და გაჭედვას შლის: ქსოვილს, თმას, ფესვებს და მყარ ნარჩენს. ტროსს ვიყენებთ მაშინ, როცა მილში მყარი საგანია გაჭედილი, ან ჭავლის მიწოდება რთულია. გვაქვს პატარა ტროსი ბინის წვრილი მილებისთვის და დიდი ტროსი ცენტრალური და გარე მილებისთვის, ამიტომ ყოველთვის მილის ზომის შესაბამის ხელსაწყოს ვიყენებთ.
ვისთან ვმუშაობთ
- კორპუსები და ამხანაგობები
- რესტორნები და კაფეები, სადაც მილებში ცხიმი სწრაფად გროვდება
- სასტუმროები
- საწარმოები და სავაჭრო ობიექტები
- კერძო სახლები
ფასები
- შიდა კანალიზაციის / ტრაპის გაწმენდა: 100 ლარიდან
- ცენტრალური მწოლიარე მილის (ლეჟაკის) გაწმენდა: 150 ლარიდან
- საკანალიზაციო ჭის გაწმენდა: 200 ლარიდან
- წყლის ჭავლით გარეცხვა (100–500 მმ): 22 ლარი მეტრზე
- დიდი ჭავლის მანქანა (500 მმ-ზე მეტი): 80 ლარიდან მეტრზე
ჭავლით სამუშაოს ფასი მილის დიამეტრზე, სიგრძესა და მიდგომის სირთულეზეა დამოკიდებული. ზუსტ თანხას დათვალიერების შემდეგ, სამუშაოს დაწყებამდე გეტყვით.
სად ვმუშაობთ
24/7 ვმუშაობთ თბილისში. წყლის ჭავლით სამუშაოებისთვის მივდივართ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. დაგვირეკეთ: 557 607 136.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი ჯობს: წყლის ჭავლი თუ ელექტრო ტროსი?
ტროსი სწრაფად ხსნის გაჭედვას, ჭავლი კი მთლიანად რეცხავს მილს და ნალექსაც აშორებს. თუ მილი ხშირად იჭედება, ან მასში ცხიმი და ნალექია, ჭავლი უკეთეს და ხანგრძლივ შედეგს იძლევა. ხშირად ორივეს ერთად ვიყენებთ.
აზიანებს თუ არა ჭავლი ძველ თუჯის მილებს?
სწორი წნევითა და საქშენით ჭავლი მილს არ აზიანებს. ძალიან ძველ ან დაზიანებულ მილებზე ჯერ მათ მდგომარეობას ვამოწმებთ და მერე ვირჩევთ მეთოდს.
როგორ ითვლება ჭავლით გაწმენდის ფასი?
მეტრების მიხედვით: სტანდარტული მანქანით (100–500 მმ) 22 ლარი მეტრზე, დიდი მანქანით (500 მმ-ზე მეტი) 80 ლარიდან მეტრზე. საბოლოო ფასს სამუშაოს დაწყებამდე გეტყვით.
მუშაობთ ღამით და დასვენების დღეებში?
დიახ, ვმუშაობთ 24/7. დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს: 557 607 136.
ჩვენს შესახებ
ცნობილია თუ რამხელა დისკომფორტის შექმნა შეუძლია გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას. ჩვენი გუნდი 10 წელზე მეტია რაც ემსახურება უამრავ ერთგულ მომხმარებელს და აძლევს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას.
წყლის ჭავლი
თანამედროვე ტექნიკა რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პრობლემის მოგვარებაში
სამუშაო საათები
24/7, დასვენების დღეების ჩათვლით
